ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსმა მოსწავლეებთან ერთად აფნიის საჯარო სკოლის ახალი შენობა საზეიმოდ გახსნა
13-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი აფნიის საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თერეზა ჩივჩიანმა საზეიმო ლენტი სკოლის 6 მოსწავლესთან ერთად გაჭრეს.

თერეზა ჩივჩიანის შეფასებით, სკოლის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა და მოსწავლეთა კონტიგენტის გაზრდა არსებითად მნიშვნელოვანია:

„აფნიის საჯარო სკოლა მეოთხე სკოლაა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო, ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სოფელში არ იყო თანამედროვე ტიპის შენობა, რომელიც კულტურული განათლების ცენტრად იქცეოდა. აქ მოსწავლეების რაოდენობა ძალიან მცირეა და იმედს ვიტოვებთ, რომ კომფორტული გარემოს შექმნით სკოლაში კონტიგენტი გაიზრდება. ჩემთვის დიდი პატივი იყო მოწვეულ სტუმრებთან და მოსწავლეებთან ერთად წითელი ლენტის გაჭრა და ამ ძალიან ლამაზი სკოლის გახსნა“.

აფნიის საჯარო სკოლის ახალი შენობა, რომელშიც ახლა მხოლოდ 6 ბავშვი სწვალობს, 30 მოსწავლეზეა გათვლილი და საუკეთესო სასწავლო გარემოში ახალგაზრდების მოზიდვასა და სკოლის კონტიგენტის ზრდას ელის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203