წალკის მუნიციპალიტეტის ხარებას საჯარო სკოლა იუბილარია - სკოლამ დაარსებიდან 20 წლის იუბილე იზეიმა.
ღონისძიებაზე „ჩვენ 20 წლის ვართ“ პედაგოგებმა სკოლის ისტორია გაიხსენეს.
სკოლის პედაგოგებმა თეა შაინიძემ, ქეთი ჩოგაძემ და ეკატერინე საგინაძემ სკოლის დირექტორის გიორგი პაპიძის მხარდაჭერით ღონისძიება სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებლებს მიუძღვნეს.
სკოლის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას რესურსცენტრის და გამგეობის წარმომადგენლები და ასევე, სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები