შუქრუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ შესარჩევი ტურში მონაწილეობა მიიღეს
13-12-2018
ჭიათურის მუნიციპალიტეტის შუქრუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტურში მონაწილეობა მიიღეს.
ტესტირებაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მონაწილეთა უმატესობამ გამოავლინა, როგორც სასწავლო ისე კლასგარეშე საკითხების კარგი ცოდნა.
„ეტალონის“ პირველ ტურში მონაწილე მოსწავლეებს სერთიფიკატები გადაეცათ, ხოლო მეორე ტურში გადასულ ორ მოსწავლეს - სიგელი.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. იხილეთ ფოტოები