„2019 წელს საქართველოს მშვიდობასა და ბედნიერებას ვუსურვებ“ - უშგულის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.
ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, სახალისო ინტერვიუში უშგულის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ნონა რატიანი ერთვება:გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება ბავშვობას.
სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის ნაძვის ხის ზეიმი.
2018 წელი იყო წარმატებული. გამორჩეულად მახსენდება ჩვენი მოსწავლისთვის, გიორგი ქოჩქიანისთვის „მთის შვილის“ წოდების მინიჭება.
სასურველი მეკვლე იქნება დათო ტურაშვილი.
2019 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობასა და ბედნიერებას.