ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე მასწავლებლებისა და ტექნიკური პერსონალისათვის სოციალური დახმარება იზრდება
13-12-2018

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული პროექტით, 30%-ით იზრდება სოციალური დახმარება იმ მასწავლებლებისა და ტექნიკური პერსონალისათვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობენ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, მათი შრომა გმირობის ტოლფასია.

აღნიშნულის შესახებ მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც  ის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაჯამა, რომელსაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

მარიამ ჯაშმა ასევე აღნიშნა, რომ „სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში“ 200 ათასი ლარი არის გამოყოფილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად საქართველოს ავტორიზირებულ სასწავლებლებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203