„სკოლის საახალწლო ტრადიცია ჯადოსნური ნაძვის ხის მორთვაა“ - ბლიცინტერვიუ ფერსათის N1 საჯარო სკოლის დირექტორთან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.
ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, სახალისო ინტერვიუში ფერსათის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი თემურ ბუიძე ერთვება:გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება სტუდენტობის წლებს.
სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის ჯადოსნური ნაძვის ხის მორთვა, ზეიმების მოწყობა და საჩუქრების დარიგება.
2018 წელი იყო საკმაოდ წარმატებული.
სასურველი მეკვლე იქნება სანტა კლაუსი.
2019 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობასა და ეკონომიკურ წინსვლას.