„2018 ძალიან საინტერესო და წარმატებული წელი იყო“ - ხვანჭკარის საჯარო სკოლის მენეჯერის ბლიცპასუხები
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.
ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, სახალისო ინტერვიუში ხვანჭკარის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ნინო ჯოხაძე ერთვება:გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება სკოლაში „სეკრეტ სანტას“ გათამაშებას. მოსწავლეები და პედაგოგები წერილებითა და კეთილი სურვილებით ვულამაზებდით ერთმანეთს წინასაახალწლო დღეებს.
სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის კლასების მორთვა, სახალისო ღონისძიებების მოწყობა და საჩუქრების გადაცემა.
2018 წელი იყო ძალიან საინტერესო და წარმატებული. მოსწავლეებმა არაერთ პროექტში გაიმარჯვეს, წარმატებით ჩააბარეს უნივერსიტეტებში და სკოლა ასახელეს.
სასურველი მეკვლე იქნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.
2019 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთობასა და წინსვლას.