თხილნარის N1 საჯარო სკოლაში ბულინგის პრევენციასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა
13-12-2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N1 საჯარო სკოლაში ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის განვითარებასთან დაკავშირებით მე-9 კლასელებთან შეხვედრა ჩატარდა.
აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებთან დისკუსია გაიმართა, რომლის თემა გახლდათ: „დაფიქრდი, თავად თუ ყოფილხართ ამგვარ სიტუაციაში? თქვენ ხომ არ მოქცევიხართ სხვას ამგვარად?“.
მოწაფეებმა დისკუსიის შემდეგ ბულინგის შესახებ სასწავლო ფილმები ნახეს და გაანალიზეს, დასასრულს კი პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.