ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლადო მესხიშვილის თეატრში სპექტაკლები დადგეს
13-12-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს ეწვივნენ, სადაც სპექტაკლი „იქ, სადაც ჩვენი სახლია“ დადგეს.
სკოლის დირექციის ცნობით, აღნიშნულმა მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.
ამავე პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის სცენაზე ვაჟა ფშაველას „სათაგური“ გააცოცხლეს. დამსწრე აუდიტორიამ დადგმა დადებითად შეაფასა.