სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეები ერთმანეთს მათემატიკური უნარების ცოდნაში შეეჯიბრნენ
13-12-2018
სამების საჯარო სკოლაში VI-IX კლასის მოსწავლეები ერთმანეთს მათემატიკური უნარების ცოდნაში შეეჯიბრნენ.
სკოლის დირექციის ცნობით, მონაწილეებმა ღონისძიების ორგანიზატორის მიერ მომზადებულ დავალებებს თავი საკმაოდ კარგად გაართვეს.
მათივე ინფორმაციით, სკოლაში ღონისძიებები, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამომჟღავნებასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, კვლავ გაგრძელდება.