გორისის საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
13-12-2018
საჩხერის მუნიციპალიტეტის გორისის საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიებას პროკურორი, პოლიციის 2 თანამშრომელი, სოფლის გამგებელი და რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს რამდენიმე თემის პრეზენტაცია, დასვეს კითხვები და გაიმართა დისკუსია სხვადასხვა საკითხზე. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203