ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
14-12-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტში, რაბათის დასახლებასთან არსებულ ტყეში დასუფთავების აქცია მოეწყო. 

აქციაში ტყემლანის საჯარო სკოლის ეკოკლუბის „ფლორას“ წევრები, პედაგოგები და ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

მათ რაბათის ტყე და მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისაგან დაასუფთავეს. 

აქციის მიზანი იყო მოზარდებში გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203