მოსწავლეების რეაქცია, როდესაც გაიგეს, ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა
14-12-2018

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორისაა. 

აღნიშნულ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ლადო აფხაზავა 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია.

ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

დაჯილდოების ორგანიზატორების ცნობით, ლადო აფხაზავა ასწავლის საქართველოს ღარიბ რეგიონში, სადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. 

ნახეთ, ემოციური ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდათ, როდესაც ეს ინფორმაცია მოსწავლეებმა გაიგეს.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203