დიდი სმადის საჯარო სკოლაში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის მიზნით პრეზენტაცია ჩატარდა
14-12-2018
ადიგენის მუნიციპალიტეტის, დიდი  სმადის საჯარო სკოლაში პროექტის - „მოზარდებში  გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ ფარგლებში პრეზენტაცია ჩარდა.

პრეზენტაციას  „მე და საზოგადოების“ პედაგოგი მარი ტყემალაძე ხელმძღვანელობდა.

პრეზენტაციის თემა იყო - „თუ როდის და როგორ  უნდა დავრეკოთ 112-ზე“.

პრეზენტაციას დაწყებითი  კლასის  მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები გადაუდებელი დახმარების ნომრის – „112“ –ის შექმნის ისტორიას და მისი მუშაობის პრინციპს გაეცნენ და გაიგეს თუ როდის უნდა დარეკონ გადაუდებელი დახმარების ნომრზე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203