„2019 წელს საქართველოს ვუსურვებ, რომ ბავშვები დედის გვერდით იზრდებოდნენ“ - თორტიზის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი
14-12-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.

ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.

ამჯერად, სახალისო ინტერვიუში თორტიზის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი მარეხ იოსებიძე ერთვება:

გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება ბავშვობის წლებს, როდესაც ჯერ კივდევ მჯეროდა თოვლის ბაბუის, დილით თოვლზე მისი ნაკვალევი მხვდებოდა, ბალიშის ქვეშ კი-საჩუქარი...

სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის
მასწავლებლებისა და დირექციის მიერ კლასების საზეიმოდ მორთვა და ბავშვებისთვის სიურპრიზის მოწყობა.

2018 წელი იყო საუკეთესო, სკოლის ახალი შენობა გვაქვს და მთელი შემართებით ვიღწვით წარმატებისთვის. 

სასურველი მეკვლე იქნება „ეტალონი“ და გოჩა ტყეშელაშვილი.

2019 წელს საქართველოს ვუსურვებ,
რომ თითოეული ბავშვი დედბის გვერდით, სიყვარულითა და მზრუნველობით იზრდებოდეს და მშობლებს შორს გადახვეწა აღარ სჭირდებოდეთ. იყოს მშვიდობა, ხვავი და ბარაქა ამ წელს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203