სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ექსტრემიზმის და რადიკალიზმის მავნე ფაქტორებზე იმსჯელეს
14-12-2018
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლის მეცხრე და მეათე კლასში დისკუსია - „ძალადობრივი ექსტრემიზმი, რადიკალიზმი, ტერორიზმი“ ჩატარდა.

დისკუსიას მშობლები, პედაგოგები და თემის წევრები ესწრებოდნენ.

დისკუსია სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილმა ჩაატარა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ექსტრემიზმის და რადიკალიზმის მავნე ფაქტორებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ, მშობლები, პედაგოგები და აუდიტორიის სხვა წევრები.

პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ექსტრემიზმთან დაკავშირებით მომზადებული მედიარესურსი აჩვენა, ისაუბრა ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, სკოლისა და მასწავლებლის როლზე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის  სამოქალაქო კულტურის ამაღლებას.

„პედაგოგმა მოსწავლეებს მიაწოდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მათ სამოქალაქო კულტურას და ცნობიერებას აუმაღლებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203