ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ინოვაციური იდეების რეალიზების შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
14-12-2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლას Techno Bus-ი ეწვია. 

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტოს - TECNO BUS-ის წარმომადგენლებმა სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს და წარმოადგინეს ინოვაციური ტური - „დაემგზავრე ტექნოლოგიებს. დაგვიმეგობრდი, გაგვიზიარე იდეები, მიიღე რეკომენდაციები“. 

შეხვედრას სკოლის VIII-IX X, XI და XII კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ ვის, ან რა რესურსებს უნდა მიმართონ იმ შემთხვევაში, თუ თავად გაუჩნდებათ ინოვაციური იდეები და რომელი სახელმწიფო და კერძო უწყებები ქმნის ამ იდეების რეალიზების შესაძლებლობებს, საგრანტო პროექტებს, ხელმისაწვდომობას მათი ორიგინალური იდეების პროტოტიპირებისთვის და ა.შ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟმში წარმიართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, შემდეგ კი უცხო ენების შემსწავლელ პირველ ქართულ ონლაინ საინტზე lingwing.com-ზე დარეგისტრირდნენ. 

სკოლის აღსაზრდელები ასევე გაეცნენ დასაქმების საიტებს - Upwork.com-ს და Fiwer.com-ს.

„ვისაუბრეთ რა არის წარმატების მიღწევის კრიტერიუმები. შეხვედრაზე ითქვა, რომ სტარტაპი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში, რაც ვარდისუბნის საჯარო სკოლისთვის უცხო არ არის. სკოლაში ციფრული ტექნოლოგიების დამკვიდრება-განვითარებისათვის არაერთი აქტივობა და პროექტი განხორციელებულა.

ასევე მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ტექნოპარკში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. მადლობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს გურამ მაჭარაშვილს, რომლის ინიციატივით და ხელშეწყობით TECNO BUS ჩვენი სკოლის ეზოშიც „გაჩერდა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203