სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა
14-12-2018
სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელმა ეთერ გოლიაძემ IX კლასში სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო - „საქართველოს მინერალური რესურსები“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო საქართველოს მინერალური რესურსების მარაგის, გავრცელების რაიონებისა და გამოყენების სფეროს დადგენა, ქვეყნის განვითარებისთვის მათი მნიშვნელობის განსაზღვრა და საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებზე წარმოდგენის შექმნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
სკოლის აღსაზრდელებმა სასწავლო პროცესის დროს რუკები და სხვა გეოგრაფიული საშუალებები წაიკითხეს და გამოიყენეს, მასალა გაანალიზეს და მარტივი რუკები შექმნეს.
გაკვეთილს შეფასების ჯგუფი ესწრებოდა. ჯგუფის წევრებმა მასწავლებლის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.