„2019 წელს საქართველოს პროგრესულ განათლებას ვუსურვებ“ - დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
14-12-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.

ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.

ამჯერად, სახალისო ინტერვიუში დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ნანა ოდიშელიძე ერთვება:

გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება კოლეგებთან ერთად „სეკრეტ სანტას“ გათამაშებას. თურმე, ამ ასაკშიც შიძლება, ბავშვივით გაგიხარდეს საჩუქარი...

სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის
კლასების საზეიმო და ერთობლივი მორთვა. წელს ახალი ნაძვის ხე შევიძინეთ და ვერ აგიღწერთ ისე გაუხარდათ ბავშვებს... 

2018 წელი იყო ძალიან წარმატებული, გაუმჯობესდა სკოლის ინფრასტრუქტურა, პედაგოგებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს, მრავალ საინტერესო აქტივობაში მივიღეთ მონაწილეობა და ბევრი გრანტით ჩარიცხული მოსწავლე გვყავდა. 

სასურველი მეკვლე იქნება ინტელექტუალი და წარმატებული პიროვნება, პოეტი ან მწერალი, ის, ვინც მოსწავლეებს აინტერესებთ.

2019 წელს საქართველოს ვუსურვებ მყარ და პროგრესულ ნაბიჯებს ეკონომიკაში, ჯანდაცვასა და განათლებაში, ვუსურვებ მშვიდობასა და ჯანსაღ მთლიანობას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203