ჩაისუბნის საჯარო სკოლის ეზოში ღვაწლმოსილი პედაგოგის იუბილეს აღსანიშნავად ყვავილების ნერგები დაირგო
14-12-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის საჯარო სკოლის ეზოში „ჯვარცხმის ცეროდენკლუბის“ წევრებმა ღვაწლმოსილი პედაგოგის ლიანა თოდუას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად ყვავილების ნერგები დარგეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ.

„კლუბის წევრებმა ლიანა მასწავლებლის სახელზე ყვალილების ნერგები გააშენეს, რაც კიდევ უფრო გაალამაზებს ლიანა მასწავლებლის საყვარელ სკოლის ეზოსა და ულამაზეს პალმებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203