ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ მეორე ტურში მონაწილეობდნენ
14-12-2018
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობდნენ.
შესარჩევ ტურში სკოლის 33 მოსწავლე მონაწილეობდა, ხოლო მეორე ტურში კი - ოთხი მოსწავლე: მარიამ ცხელიშვილი (მე-11 კლასის მოსწავლე), თამარ ხაჭაპურიძე (მე-11 კლასის მოსწავლე), ნინი ღვინეფაძე (მე-10 კლასის მოსწავლე) და ერეკლე ხოხიაშვილი (მე-10 კლასის მოსწავლე).
„ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით „ეტალონის“ მთელ ჯგუფს და პროექტის ავტორს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. ასევე, ვულოცავთ გამარჯვებას ჩხარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს და წარმატებებს ვუსურვებთ“ - აღნიშნა სკოლის დირექტორის მოადგილემ ნათია აბულაძემ.