ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ნახატების კონკურსი გაიმართა
14-12-2018
ახალციხის N5 საჯარო სკოლის თვითმართველობამ ნახატების კონკურსი ჩაატარა, რომელშიც სკოლის V-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღიშნულ კონკურსში მოსწავლეთა ძალიან დიდი აქტიურობა დაფიქსირდა. საკონკურსო ნამუშევრები სკოლის დერეფანში გამოიფინა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში.
V-VIII კლასებისთვის დასახელდა ორი ნომინაცია: „პატარა პიკასო“ და „კონტრასტი“.
ნომინაციაში „პატარა პიკასო“ გაიმარჯვა ნინო დალალიშვილმა (გამოავლინეს მანდატურებმა), ხოლო ნომინაციაში „კონტრასტი“ - სოფია ივანიძემ (გამოავლინეს თვითმმართველობის წევრებმა).
IX-XII კლასებს შორის ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა თეონა ხარაიშვილმა, მეორე - თაკო ტაბატაძემ, მესამე - ლარა მამედოვამ.
გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ სიგელებით დააჯილდოვა.