„სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია თოვლის ბაბუის მოწვევა და საჩუქრების დარიგებაა“ - დავითიანის საჯარო სკოლის დირექტორის ბლიცპასუხები
14-12-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.

ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.

ამჯერად, სახალისო ინტერვიუში დავითიანის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი სერგეი სერიხი ერთვება:

გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება ბავშვობასა და ოჯახს.

სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის
მშობლების დახმარებით თოვლის ბაბუის მოწვევა და მოსწავლეებისთვის საჩუქრების დარიგება.

2018 წელი იყო ნაყოფიერი, პედაგოგებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს, მოსწავლეებმა მრავალ აქტივობაში, მათ შორის „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს და სკოლა ასახელეს.

სასურველი მეკვლე იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომელიც მოსწავლეებს სასიამოვნო სიახლეებით გაახარებს.

2019 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განათლების სისტემის განვითარებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203