რა წესები უნდა დაიცვათ პიროტექნიკის ყიდვის, შენახვის და გამოყენების დროს - საგანგებო გაფრთხილება
31-12-2018
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პიროტექნიკის ყიდვის, შენახვის და გამოყენების წესების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პიროტექნიკის გაუმართაობის ან არასწორი გამოყენების გამო, ყოველწლიურად 17 ათასი ხანძარი ჩნდება. ადამიანები იღებენ მძიმე დაზიანებებს. დაშავებულთა უმეტესობა კი არასრულწლოვანია. 

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემთხვევები, აუცილებელია დავიცვათ პიროტექნიკის ყიდვის, შენახვის და გამოყენების წესები:

  • შეიძინეთ მხოლოდ სერტიფიცირებული პიროტექნიკა, რომელზეც მითითებულია დამამზადებლის კოორდინატები და სასაქონლო ნიშანი
  • არ შეიძინოთ არალეგალურად. პიროტექნიკა მაღაზიებში და სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში უნდა იყიდებოდეს
  • შეინახეთ მშრალ ადგილას შეფუთულ მდგომარეობაში. არ შეინახოთ ნესტიან ან ძალიან მშრალ შენობაში, სადაც 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურაა
  • მოათავსეთ სწრაფადაალებადი საგნებისგან ან ნივთიერებებისგან მოშორებით
  • არ ჩაიდოთ ჯიბეში
  • შეინახეთ ბავშვებისთვის ძნელად მისადგომ ადგილას
  • გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია
  • ვიდრე ფითილს ცეცხლს წაუკიდებთ, შეამოწმეთ ფეიერვერკის თავი 
  • მოერიდეთ თამბაქოს მოწევას პიროტექნიკის სიახლოვეს 
  • პიროტექნიკა დასველების შემდეგ სახიფათო ხდება. მოარიდეთ თოვლს და წვიმას
  • დანესტიანებული ფეიერვერკის ნაწარმი არ გააშროთ გამათბობელზე 
  • არაფხიზელ მდგომარეობაში პიროტექნიკას ნუ გამოიყენებთ
  • არ გამოიყენოთ შენობაში ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს

საქართველოში პიროტექნიკის 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვა შესაძლოა აიკრძალოს  და ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს. არასრულწლოვნისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის - 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203