ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია თეატრალური წარმოდგენით წარმოადგინეს
14-12-2018
ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ - „ნიკეს“ წევრთა მორიგი შეხვედრა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლისთავს მიეძღვნა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებითა და თეატრალური წარმოდგენით დამსწრე საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.

სამოქალაქო განათლების კლუბს ლილი მენაბდე ხელმძღვანელობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203