თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვეს
14-12-2018
თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმარჯვეს. ინტელექტუალურ თამაშს თბილისის N119 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
სკოლის აღსაზრდელები თასით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექცია, მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და მოაზროვნეებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.