იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-4ვ კლასის მოსწავლეებმა ბუნებაში ბაქტერიების შესწავლესთან დაკავშირებით, მშობელთა ჩართულობით პროექტი განახორციელდეს.
მე-4ვ კლასის დამრიგებელი დალი გვეტაძეა.
მეოთხეკლასელებმა სკოლაში მშობელი, ჯანმრთელობის სახლის „ულტრა მედის“ ექიმი-ლაბორანტი ნათია ხურციძე მიიწვიეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობებით. მათ შორის, მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბაქტერიებზე მიკროსკოპული დაკვირვება.
ასევე, გაიმართა დისკუსია ექიმ-ლაბორანტსა და მოსწავლეებს შორის. მათ ჰიგიენასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ასეთი საინტერესო გაკვეთილის შემდეგ ჩვენმა პატარებმა ამ პროექტის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. ჩვენ კი ვუსურვებთ, რომ მათ სასკოლო ცხოვრება ბევრი საინტერესო და სამახსოვრო მომენტებით იყოს დატვირთული“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები