„სიკეთე აბედნიერებს - გავერთიანდეთ სიკეთისთვის“ - ნათიას ჩვენი თანადგომა სჭირდება
15-12-2018
ეს მშვენიერი გოგონა ხოფურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ამჟამად ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი, მომავალი ფსიქოლოგი, 19 წლის ნათია ლიპარტელიანია, რომელიც 3 წელია ებრძვის უმძიმეს დაავადებას.
მიუხედავად ამ მძიმე განსაცდელისა. ნათიას თვალებში არ ჩამქრალა სიცოცხლის, სიყვარულისა და ბედნიერების სხივი, რადგან ნათიას სწამს და სჯერა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დიახაც - ნათია ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება-რამეთუ რწმენა ეს ყველაზე ღირებული მიზანია, რისი დასახვაც გონიერ ადამიანს შეუძლია.
,,მე წილად მხვდა ბედნიერება ვიყო იმ სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც ნათიამ დაამთავრა. რამეთუ, ნათია იყო საუკეთესო მოსწავლე, არა მხოლოდ აკადემიური მიღწევებით, არამედ პიროვნება, რომლის თვალები მხოლოდ სიკეთეს, სიმშვიდეს, ერთგულებას, მეგობრობას და ყველასათვის მუდამ თავაზიანობასა და პატივისცემას აფრქვევდა. ამ ეტაპზე ამ მშვენიერების გადასარჩენად აუცილებელია ჩვენი თანადგომა. ნათიას თურქეთში გადაყვანა და ძალიან ძვირადღირებული მკურნალობის ჩატარება სჭირდებ. მას ძალიან სჭირდება ჩვენი თანადგომა. ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ სიკეთისთვის. ჩვენ ხომ ყველას ერთად შეგვიძლია ამ სიცოცხლის გადარჩენა“.