საქართველოს დაბლობში დათბება - ამინდის პროგნოზი
16-12-2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის,  დოდო გვაზავას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით:

19 დეკემბერის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობში დათბება და ღამით 3-8 გრადუსი სითბო იქნება, დღისით 15 გრადუსი;

მთიან რაიონებში ღამე მოსალოდნელია -4; +1, დღისით 5-10 გრადუსი სითბო;

მაღალმთიან რაიონებში ღამე მოსალოდნელია -7;-2 გრადუსი, დღისით კი 0-5 გრადუსი სითბო;

17-19 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 0-5 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით 4-9 გრადუსი სითბო იქნება“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203