ფშავლის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
17-12-2018
თელავის მუნიციპალიტეტის, ფშავლის საჯარო სკოლის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში - „ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ“ მონაწილეობდნენ. V კლასის მოსწავლე ანანო მჭედლიშვილი კონფერენციაზე თემით - „მოგზაურობა რიცხვით სამყაროში“ წარსდგა, მეხუთეკლასელმა ნია მჭედლიშვილმა კი თემა „თვლის სისტემები“ წარადგინა. VI კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ხუტუაშვილის თემა კი იყო - „ციფრული - მომავლის ფული“.
ანანო მჭედლიშვილის და ნია მჭედლიშვილის თემების ხელმძღვანელი - მათემატიკისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი ხათუნა მარკოზაშვილი იყო. ნიკოლოზ ხუტუაშვილის კი - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი არჩილ ხუტუაშვილი.სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონფერენციაში სექციის ხელმძღვანელად ასევე მიწვეული იყო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ზიზი ხუტუაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის სკოლის აღსაზრდელები დიპლომებით დაჯილდოვდნენ, მასწავლებლებს კი მადლობის სიგელები გადაეცათ. იხილეთ ფოტოები