რამდენი პროფესორ-მასწავლებელი ასწავლის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში?! - იხილეთ სტატისტიკა
18-12-2018

2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 8 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი ასწავლის. მათ შორის, კერძო უმაღლეს სასწავლებლებში 3 539 პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული, ხოლო სახელმწიფო უმაღლესებში - 4 692. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს გაზრდილია, როგორც სრული პროფესორების რიცხვი, ისე ასისტენტ პროფესორების რაოდენობა.

უფრო დეტალურად, 2017- 2018 სასწავლო წელს საქართველოში სულ 8 231 პროფესორ-მასწავლებელი ასწავლის, საიდანაც სრული პროფესორების რაოდენობა 2 032-ია, ასოცირებული პროფესორების რაოდენობა - 3 826, ასისტენტ პროფესორების 1 179, მასწავლებელი - 873, სხვა - 312.

იხილეთ როგორ არის გადანაწილებული კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203