ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველ რომანტიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებას ლიტერატურული საღამო მიუძღვნეს
17-12-2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის მაყვალა ჯგუბურიას ხელმძღვანელობით, ლიტერატურული საღამო ჩაატარეს.
ღონისძიება ქართველ რომანტიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.
„მე-19 საუკუნე მეტად მნიშვნელოვანი ეპოქაა ქართველი ხალხის ცხოვრებაში. საქართველოს რუსეთთან შეერთებამ, რუსულ და ევროპულ კულტურასთან დაახლოებამ, სოციალური და ეროვნული საკითხების მძაფრად განცდამ ახალი მიმართულება მისცა ქართულ მწერლობას. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში სახალხო აზრის ყველაზე სრულყოფილად გამომხატველი ქართველი რომანტიკოსები იყვნენ.
სწორედ მათ მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. სკოლის აღსაზრდელებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და აპლოდისმენტები დაიმსახურეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები