ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ვაქცინაცია, შიდსი, c - ჰეპატიტი, იმუნოდეფიციტი“ პრეზენტაცია ჩაატარეს
17-12-2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო კორაშვილის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია ჩაატარეს.

პრეზენტაციის თემა იყო - „ვაქცინაცია, შიდსი, c - ჰეპატიტი, იმუნოდეფიციტი“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანია, მოსწავლეებმა შეიძინონ ცოდნა და უნარჩვევები ამ დაავადებებთან ბრძოლასთან დაკავშირებით.

მოსწავლეები ჯგუფებად დაიყვნენ, დავალებები გადაინაწილეს, კვლევები ჩაატარეს და თემის შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია მოიძიეს. ბოლოს კი მერვეკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას A4 ფორმატზე ნახატები წარუდგინეს და შემაჯამებელი პრეზენტაციები ჩაატარეს.

„მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს და გააცნეს როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებებისგან, რომ ჩვენი ჯანმრთელობისათვის მუდამ იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203