სამღერეთის საჯარო სკოლაში სამოდელო ხატვის უფასო წრე ფუნქციონირებს
17-12-2018
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სამღერეთის საჯარო სკოლაში სამოდელო ხატვის უფასო წრე ფუნქციონირებს. სამოდელო ხატვის წრე სკოლაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით გაიხსნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წრეში გაერთიანებულია სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე და საწრეო მუშაობას ხალისით ასრულებენ.