ახალციხის მუნიციპალიტეტის, წყალთბილის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ლიტერატურულ საღამოში - „ჩვენ ხომ ძმები ვართ საუკუნოდ თანატოლები“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიება არაქართულენოვანი სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლების ორგანიზებით ჩატარდა.
წყალთბილის საჯარო სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მოსწავლეები დამხმარე მასწავლებლების ხელმძღვანელობით, დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ ღონისძიებისთვის მზადებას.
„ბავშვები სიხარულით გაემგზავრნენ შეხვედრაზე, ეს სიხარული კიდევ უფრო გააძლიერა სკოლის დირექტორის სედა ნახაპეტიანის წამოსვლამ. მოსწავლეებმა ქართული და სომხური პროექტის გულისთქმა მსმენელთან მიიტანეს და უგალობეს საუკუნეების მანძილზე გვერდიგვერდ მიმავალი ერების მეგობრობას. ვფიქრობ, ამ საღამოზე მიღებული შთაბეჭდილებები მოსწავლეებს ცხოვრებაში გაჰყვებათ სამეგობრო „გზად და ხიდად“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებას ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ახალციხის კულტურის განყოფილების უფროსი, საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები