ბერიკა შუკაკიძე: „შევეცდებით მასწავლებლის პროფესიაში, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიდეს“
17-12-2018

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, უწყება შეეცდება მასწავლებლის პროფესია უფრო მეტად წახალისდეს, რათა უფრო მეტი ახალგაზრდა გახდეს მასწავლებელი და უფრო მეტად ენდოს საზოგადოება სკოლას.

აღნიშნულის შესახებ ბერიკა შუკაკიძემ მასწავლებელთა მეექვსე ეროვნული კონფერენციის მიმდინარეობის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ყოველწლიურად შევეცდებით მასწავლებლის პროფესიის კიდევ და კიდევ უფრო წახალისებას, რომ პროფესიაში, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიდეს და რაც შეიძლება მეტად ენდოს საზოგადოება სკოლას, როგორც ინსტიტუციას და მასწავლებელს, როგორც ამ ინსტიტუციის ქვაკუთხედს“,-აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203