ასპინძის სკოლის შემეცნებითი ხასიათის პროექტი, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია
07-02-2017

ასპინძის სკოლაში გაიმართა პროექტი თემაზე “ცვალობადობა-მემკვიდრული ცვალებადობა  და მისი შედეგები“. 

მასში მონაწილეობდნენ ასპინძის სკოლის IX კლასელები. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის პედაგოგი მაია ნათენაძე. 

მოსწავლეებმა ჯგუფებში ისაუბრეს ქრომოსომულ მუტაციებზე, მათი გამოვლენის ფორმებზე. წარმოადგინეს პრეზენტაციები ცნობილ ადამიანებზე, რომლებსაც გამოვლენილი აქვთ ასეთი დაავადებები. ისაუბრეს მათ ინტეგრაციაზე საზოგადოებაშიდა საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე მათ მიმართ.

როგორც მასწავლებელმა მაია ნათენაძემ აღნიშნა, პროექტს შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203