თიანთის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლის 60 წლის იუბილეს პედაგოგიურმა კოლექტივმა საზეიმო ღონისძიება მიუძღვნა.
ამ დღის აღსანიშნავად სკოლის დირექტორმა, მზია ბიჩინაშვილმა სპეციალურად მოიწვია ის პირველკლასელები, რომლებმაც 60 წლის წინ პირველად შეაღეს ახალი სკოლის კარი, ასევე, სხვადასხვა წლებში სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, მერის მოადგილე მარინა ხარხელაური, თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური და პოეტი ტარიელ ხარხელაური.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიგელით დააჯილდოვა სიონის საჯარო სკოლა და მადლობა გადაუხადა პედაგოგიურ კოლექტივს წლების მანძილზე გაწეული ღვაწლისათვის. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებს სკოლის საიუბილეო თარიღი მიულოცა და განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
იხილეთ ფოტოები