ხუნწის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ თამაშებში მოსწავლეთა მშობლებიც ერთვებიან
17-12-2018
ხუნწის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა, სადაც ამავე სკოლის დაწყებით კლასის მოსწავლეების მშობლებმა მონაწილეობა მიიღეს.
თამაშში გუნდები „სტიმული“ და „ტრიუმფი“ ჩაერთნენ. სკოლის დირექციის ცნობით, თანასწორ ბრძოლაში გამარჯვება გუნდმა „სტიმულმა“ მოიპოვა, მათმა მოთამაშეებმა კი აღნიშნეს, რომ თამაშის ინიციატივა თითოეული მშობლისათვის სტიმულის მომცემია.
ასევე, სხვა სკოლის მშობლებმაც სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს თამაშებში მონაწილეობა მიიღონ და ხუნწის სკოლის გუნდს შეეჯიბრონ.
შესაბამისად, სკოლის დირექცია მარტვილის რაიონის და არა მარტო ამ რაიონის ყველა სკოლის მშობლებს გამოწვევას უგზავნის მსგავსს თამაშებში ჩაერთონ, რადგან მათი განცხადებით, „ყველა სკოლისთვის მშობლები ძლიერი დასაყრდენები არიან“.