უწერის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვასა და ტყეების ჩეხვაზე ისაუბრეს
17-12-2018
ონის მუნიციპალიტეტის უწერის საჯარო სკოლას არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოში უნიკალური ტყეების დაცვა და დაცული ტერიტორიების შექმნა“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. 

სტუმრებმა და მასპინძლებმა საქართველოს ბუნებაზე და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რასაც ხე-ტყის გაჩეხვა იწვევს. 

„ჩვენმა მოსწავლეებმა გაიაზრეს და გაითავისეს, რომ ტყეს დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. მათ შეხვედრაზე დასვეს კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. მადლობა ჩვენს სტუმრებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203