უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ხასიათის გასვლითი ღონისძიებები ხორციელდება
17-12-2018
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მშობლიური კუთხის ისტორიის შესწავლისა და ისტორიული და საკულტო ძეგლების გაცნობის მიზნით მოეწყო ლაშქრობა. ღონისძიება, რომელიც მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს განხორციელდა, მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა მეტად ინფორმაციული და დასამახსოვრებელი.
მოსწავლეებმა ფეხით გაიარეს გზა სკოლიდან ვახტანგ გორგასლის ციხე- ქალაქისკენ. დაათვალიერეს ციხე- ქალაქის ნარჩენები. იხილეს ორსართულიანი ეკლესია ციხეში, სახელწოდებით „ჯვარპატიოსანი“.
სკოლის წამომადგენლის თქმით, მოსწავლეებისთვის ეს დღე იყო ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი. მიიღეს არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გააკეთეს ჩანაწერები ნანახის შესახებ.