თბილისის N122 საჯარო სკოლაში გამოფენა - „მოსწავლეთა თვალით დანახული ფიროსმანი“ გაიმართა
17-12-2018
თბილისის N122 საჯარო სკოლაში 12, 13, და 14 დეკემბერს ფიროსმანის დღეები გაიმართა. სკოლაში გამოფენა - „მოსწავლეთა თვალით დანახული ფიროსმანი“ მოეწყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ფიროსმანის პერსონაჟები გააცოცხლეს, შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს და დამთვალიერებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. იხილეთ ფოტოები