ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქციაში „სიკეთე გადამდებია“ ჩაერთნენ
17-12-2018
ახალციხის N5 საჯარო სკოლის V-VI კლასების მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელები: მარიამ თელიაშვილი და ეთერ ბარბაქაძე) აქტიურად ჩაერთნენ აქციაში „სიკეთე გადამდებია“.  

ბავშვებმა რუსთაველის ქუჩაზე მდგარი კარადა თბილი ტანსაცმელითა და სათამაშოებით შეავსეს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სითბოს გაზიარება და თანადგომა სჭირდებათ. 

„ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ აიღეთ“, ამ წარწერის მქონე კარადის ქუჩაში განთავსებით  არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტი“ თბილისში ახალგაზრდების მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო აქციას შეუერთდა.

„იმედი გვაქვს ეს უანგარო სოციალური აქცია დიდხანს გაგრძელდება და ძალიან ბევრ ადამიანს გაუთბობს გულს“ - ამბობს V კლასის ხელმძღვანელი მარიამ თელიაშვილი.

„ძალიან მიხარია, რომ მასწავლებლები ასე ზრუნავენ ჯანსაღად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდაზე, მათ ზნეობრივ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. მადლობას ვუხდი კლასის ხელმძღვანელებსა და მათ პატარებს გამოჩენილი ინიციატივისათვის“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203