ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეკლამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს
17-12-2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სალომე ლორთქიფანიძემ  უკვე მეორედ შიდა შეფასების გაკვეთილი ჩაატარა, რომელსაც შეფასების ჯგუფის წევრები: ქიშვარდ გორგოშაძე,  ციცინო სამნიძე და ნონა გოგიტიძე დაესწრნენ.

გაკვეთილზე, რომელიც VI კლასში გაიმართა, თემა „თეორია, ანოტაცია და რეკლამა“ გახლდათ. 

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს სხვადასხვა გამომხატველობითი საშუალების (მარტივი ტექსტი, აპლიკაცია, ილუსტრირება და სხვა) გამოყენებით,  წინასწარ მოცემული პირობების მიხედვით, მარტივი ანოტაციისა და რეკლამის შედგენა შეძლებოდათ; ასევე, ის უპირატესობები გაეაზრებინათ, რისი აფიშირებაც  რეკლამის საშუალებით  სურდათ. 

გაკვეთილზე მასწავლებელს საინტერესო და სახალისო სატელევიზიო, რადიო და საგაზეთო რეკლამები ჰქონდა წარმოდგენილი, რომლის საშუალებით მოსწავლეებმა ხშირად გაგონილი რეკლამები გაიხსენეს. სკოლის დირექციის ცნობით, ეს მოსწავლეებს რეკლამის არსის გაგებაში დაეხმარა. 

ამავე დროს მასწავლებელმა  მოსწავლეებითან ერთად რამდენიმე ნაწარმოების ანოტაცია განიხილა, რამაც მოწაფეებს შესაბამისი მოთხრობების წაკითხვა გადააწყვეტინა. 

პედაგოგის ინფორმაციით, გაკვეთილმა საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203