ტურცხის საჯარო სკოლაში ცეკვისა და სიმღერის კონკურსი გაიმართა
17-12-2018
ახალქალაქის მუნიციალიტეტის, ტურცხის საჯარო სკოლაში ცეკვისა და სიმღერის კონკურსი გაიმართა. ერთმანეთს მე-6, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეეჯიბრნენ.
შეჯიბრს ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგი არკიზ ხანიკიანი ხელმძღვანელობდა. პირველი ადგილი მეექვსეკლასელებმა დაიკავეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეჯიბრის ყველაზე პატარა შემსრულებლები იყვნენ, მათი ცეკვა და სიმღერა საუკეთესო აღმოცნდა სამ კლასს შორის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ვიდეო