დიდი ჩაილურის სკოლის მე-2 კლასელებმა ღონისძიებით - "დასევდიანდა ბუნება" შემოდგომა გააცილეს.
მოსწავლე-მასწავლებლებმა კლასი ორიგინალურად გააფორმეს. ბავშვებმა ადამიანების შრომა-საქმიანობაზე, ცხოველებისა და ფრინველების ქცევაზე, ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრეს. ასევე წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე.
ზეიმზე მოწვეული ბებიებისა და მშობლების დახმარებით თათარა მოადუღეს და ჩურჩხელები ამოავლეს. მოსწავლებიის თქმით, ზეიმი ძალიან საინტერესო იყო.
იხილეთ ფოტოები: