ცეცხლაურის N1 საჯრო სკოლის მოსწავლეებს ბუნებაში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
18-12-2018
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ცეცხლაურის N1 საჯრო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს ბუნებაში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ. გაკვეთილის თემა იყო - ტყე, შესაბამისად მოსწავლეები, პედაგოგის ლილი სურმანიძის ხელმძღვანელობით, ტყეში გავიდნენ. ბუნების მასწავლებელმა მოსწავლეებს ტყის იარუსები გააცნო.
მეხუთეკლასელებმა ჩანახატები გააკეთეს და ტყის მნიშვნელობასა და მისი მოვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს. იხილეთ ვიდეო