შეუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაზე საუკეთესო ნაშრომების წარდგენისთვის დაჯილდოვდნენ
18-12-2018
შეუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურ მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონფერენციაში „საქართველოს ენდემური ხორბლის სახეობები და დიარი“ მონაწილეობდნენ.
კონფერენცია ქალაქ ქუთაისში გაიმართა.
კონფერენციაზე პრეზენტაციით წარსდგნენ მე-7 კლასის მოსწავლეები, მარიამ გობეჯიოშვილი და მარიამ ჩიკვილაძე (თემის ხელმძღვანელი: სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ეთერ ჩიკვილაძე).
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით საუკეთესო ნაშრომების წარდგენისათვის.