გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წელსაც არ დაარღვიეს ტრადიცია და მოწამე ბარბარეს ხსენების დღეს, 17 დეკემბერს სკოლაში ნაძვის ხე დადგეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს.
სკოლის დირექცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის სკოლის აქტიურ პედაგოგს ლალი ფრეწუაშვილს, ხელოვნების მასწავლებელს ლია კუნელაურს და დაწყებითი კლსების ხელმძღვანელებს: ლარისა მარტიაშვილს (II კლასი), ნაილი ჭუმბურიძეს (IIIკლასი) და ლუიზა სუხიტაშვილს (IV კლასი).
იხილეთ ფოტოები