ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების შესახებ ისაუბრეს
18-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ტურცხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის იაგორ არაქელიანის ინიციატივით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
სკოლის აღსაზრდელებმა ღონისძებაზე ადამიანის უფლებების შესახებ ისაუბრეს. ისტორიიდან სხვადასხვა მაგალითები მოიყვანეს. მოსწავლეებმა იმღერეს და ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას სკოლის წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ღონისძიება მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების.